logo
ENG



"გადასხმაზე უარს ამბობს" - პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო მივიდა

07 ნოე 202113:39
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში, მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მივიდა. სასწრაფოს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ  სისუსტის გამო მათ ელენე ხოშტარიას გადასხმის გაკეთება შესთავაზეს, თუმცა, უარი თქვა. 

"შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხმა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა", - თქვა სასწრაფო დახმარების ექიმმა ნონა ბეკტაშევამ. 

მოგვიანებით ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ სისუსტე აქვს, თუმცა "დრამატული არაფერი ხდება". მისივე ცნობით, სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა და თავად არ უთხოვია. 

ელენე ხოშტარია უკვე მე-5 დღეა, პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

"შიმშილის ერთერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება", - ამბობს ხოშტარია. 


close დახურვა